ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ 15 აპრილამდე გააგრძელა კარანტინი

13:05, 01.04.2020

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ საკუთარი მოთამაშეების თვითიზოლაცია 15 აპრილამდე გაახანგრძლივა. სეზონი უკვე სამი კვირაა შეჩერებულია კორონავირუსის გამო.

ამასთან, NHL გეგმავს სეზონის დასრულებას. სავარაუდოდ, ეს მოხდება ზაფხულში. ლიგის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბილ დეილი ამბობს, რომ ზაფხული გრძელია და ივლისში ან თუნდაც აგვისტოშიც შესაძლებელია გამარჯვებულის გამოვლენა.

ჯერჯერობით უცნობია, თამაშების დაბრუნების შემდეგ, ლიგა გააგრძელებს რეგულარულ სეზონს თუ პირდაპირ პლეიოფის გათამაშებას დაიწყებს.

მსგავსი