ჰოკეის ეროვნული ლიგის რუსი ვარსკვლავი ნარკოტიკული საშუალების მიღებაშია ეჭვმიტანილი [ვიდეო]
ჰოკეის ეროვნული ლიგის რუსი ვარსკვლავი ნარკოტიკული საშუალების მიღებაშია ეჭვმიტანილი [ვიდეო]

უცნობმა მომხმარებელმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა სკანდალური ვიდეო, რომელშიც რუსული ჰოკეის ვარსკვლავი, „ვაშინგტონის“ ფორვარდი ევგენი კუზნეცოვი ჩანს.

ვიდეოში კუზნეცოვი მაგიდასთან ზის, წინ ცარიელი ჭიქები და თეთრი ნივთიერება, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება აქვს.

ჰოკეისტმა უკვე გააკეთა კომენტარი ამ ვიდეოზე. მისი თქმით, ეს არის 2018 წლის ზაფხული. ვიდეო გადაღებულია ლას ვეგასში, სადაც „ვაშინგტონის“ ჰოკეისტები სტენლის თასის მოგების შემდეგ ერთობოდნენ. ფორვარდის თქმით, ის ნაცნობთან ნომერში შევიდა, მაგრამ მალე დატოვა იქაურობა. როგორც კუზნეცოვი ამბობს, მას არასოდეს მიუღია ნარკოტიკი და არც მიიღებს. ის მზად არის შესაბამისი ექსპერტიზა ჩაიტაროს.

ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა „ვაშინგტონმა“ – „ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამ დროისთვის, ვაგროვებთ ფაქტებს და ამ ეტაპზე კომენტარები არ იქნება“.

კუზნეცოვმა 2018-10 წლების სეზონში 72 ქულა (21 შაიბა+51 ქულა) დააგროვა,