ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ სეზონს დაასრულებს
ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ სეზონს დაასრულებს

ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) კომისარმა გერი ბეტმენმა დარწმუნებით განაცხადა, რომ ლიგა შეძლებს მიმდინარე სეზონის დასრულებას და სტენლის თასის ჩატარებას.

„შტატები და ქალაქები იხსნება. და თუ ჩვენ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, ვფიქრობ, შევძლებთ სეზონის დასრულებას. აუცილებელია ყველაფერი ზუსტად გავთვალოთ. მჯერა, რომ გაჩნდება ამის შესაძლებლობა,“ – განაცხადა ბეტმენმა.

NHL-ში სეზონი კორონავირუსის გამო 12 მარტიდან არის შეწყვეტილი.