ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ფინალში მეშვიდე მატჩი იქნება
ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ფინალში მეშვიდე მატჩი იქნება

ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო გუნდი მეშვიდე მატჩში გაირკვევა. „ბოსტონმა“ შეძლო ფინალური სერიის მეექვსე თამაშის სტუმრად მოგება და საკუთარი მოედნის უპირატესობის დაბრუნება. ასე რომ, მეშვიდე შეხვედრაში „დათვები“ მასპინძლები იქნებიან.

მეექვსე მატჩში ორი პერიოდის შემდეგ „ბოსტონი“ მინიმალურად იგებდა. ერთადერთი შაიბა მეცხრე წუთზე ბრედ მარშანმა მაშინ გაიტანა, როცა სტუმრებს ყინულზე ორით მეტი ჰოკეისტი ჰყავდათ.

„ბრუინზმა“, საბოლოოდ, მატჩში გარდატეხა მესამე პერიოდის პირველ ნახევარში შეძლო, როცა კიდევ ორი შაიბა გაიტანა და ანგარიშით 3:0 დაწინაურდა. „სენტ ლუისმა“ მხოლოდ ერთი შაიბის გაქვითვა შეძლო.

თამაში თითქმის თანაბარი იყო: „ბოსტონმა“ ოდნავ აჯობა დარტყმებით მეტოქეს – 31/29-ის წინააღმდეგ. „ბლუზის“ მეკარე ჯორდან ბინინგტონმა 27 დარტყმა მოიგერია, „ბრუინზის“ კარის დარაჯმა ტუუკა რასკმა – 28.

სერიის მეშვიდე მატჩი სამი დღის შემდეგ გაიმართება.

„სტ. ლუისი“ 1-5 „ბოსტონი“

0:1, 0:0, 1:4

გოლები: 0:1 მარშანი-9 (პასტერნაკი-10, კრუგი-16), 0:2 კარლო-2 (დებრასკი-7), 0:3 კულმანი-1 (კრეიჩი-11), 1:3 ო’რაილი-7 (პიეტრანჯელო-15, პერონი-8), 1:4 პასტერნაკი-9 (მარშანი-14, კურალი-6), 1:5 ხარა-2.

სერია: 3-3

დატოვე კომენტარი