ჰოკეის ეროვნული ლიგის ახალმა კლუბმა ოფიციალური სახელწოდება მიიღო
ჰოკეის ეროვნული ლიგის ახალმა კლუბმა ოფიციალური სახელწოდება მიიღო

ახალმა კლუბმა სიეტლიდან, რომელიც ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ითამაშებს, ოფიციალური სახელწოდება მიიღო – „სიეტლ კრაკენი“.

„სიეტლი“ ლიგაში (NHL) 2018 წლის ოთხი დეკემბერს მიიღეს. ის ტურნირზე თამაშს 2021-22 წლების სეზონიდან დაიწყებს. თავდაპირველად, გუნდის სახელწოდებისა და ემბლემის გამოცხადება თებერვალში იგეგმებოდა, მაგრამ პრეზენტაცია კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

„სიეტლ კრაკენი“ ჰოკეის ლიგაში 32-ე გუნდი იქნება.