ჰოკეის ეროვნული ლიგაში „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ გაიმართა
ჰოკეის ეროვნული ლიგაში „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ გაიმართა

სენტ ლუისში ჰოკეის ეროვნული ლიგის „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ გაიმართა, რომელიც ბოლო წლების ფორმატით ჩატარდა. ეს არის ერთგვარი „ოთხთა ტურნირი”, რომელშიც დივიზიონებს საკუთარი გუნდები ჰყავთ გამოყვანილი. ჯერ იყო ნახევარფინალები, შემდეგ კი ფინალი, რომელშიც ატლანტის დივიზიონმა 5:4 მოუგო წყნარი ოკეანის დივიზიონს. მატჩები სამი სამზე ფორმატში მიდიოდა.

„ოლ სტარის” უძვირფასეს მოთამაშედ აღიარეს „ატლანტიკის” ფორვარდი დავიდ პასტრნაკი. „ბოსტონის” ჰოკეისტმა ორ მატჩში ექვსი ქულა (4+2) დააგროვა. პასტრნაკის ანგარიშზე ნახევარფინალში ჰეთ-თრიკი იყო, ფინალში – ერთი შაიბა. შეგახსენებთ, რომ ჩეხი ფორვარდი რეგულარული სეზონის საუკეთესო გოლეადორია.

1/2 ფინალი

ატლანტიკი-მეტროპოლიტენი 9:5

4:4, 5:1

გოლები: 1:0 პასტრნაკი-1 (ჰედმანი-1), 2:0 შ. უებერი-1 (ტ. ბერტუცი-1, დუკლე-1), 2:1 ჯ. კარლსონი-1 (ბარზალი-1, ოში-1), 2:2 ჰიშირი-1 (ს. ჯონსი-1, კონეკნი-1), 2:3 ოში-1 (ბარზალი-2, ს. ჯონსი-2), 2:4 ს. ჯონსი-1 (კონეკნი-2, ჰიშირი-1), 3:4 დუკლე-1 (ტ. ბერტუცი-2, შ. უებერი-1), 4:4 პასტრნაკი-2 (ჰედმანი-2, აიკელი-1), 4:5 ჰიშირი-2 (კონეკნი-3, ს. ჯონსი-3), 5:5 იუბერდო-1 (ბ. ტკაჩუკი-1), 6:5 ჰედმანი-1 (აიკელი-2, პასტრნაკი-1), 7:5 დუკლე-2 (ტ. ბერტუცი-3), 8:5 პასტრნაკი-3 (ჰედმანი-3, აიკელი-3), 9:5 დუკლე-3 (ტ. ბერტუცი-4).

ცენტრალი-პასიფიკი 5:10

4:4, 1:6

გოლები: 0:1 მ. ტკაჩუკი-1 (ქ. ჰიუზი-1), 0:2 დრაიზაიტლი-1 (მ. ტკაჩუკი-1, ქ. ჰიუზი-2), 0:3 ჰერტლი-1 (კოპიტარი-1), 1:3 შაიფლი-1 (იოზი-1, სეგუინი-1), 2:3 პერონი-1 (პიეტრანჯელო-1, ო’რაილი-1), 3:3 პ. კეინი-1, 3:4 ქ. ჰიუზი-1 (მ. ტკაჩუკი-2), 4:4 სეგუინი-1 (შაიფლი-1, იოზი-2), 4:5 დრაიზაიტლი-2 (მაკდევიდი-1, ჯორდანო-1), 5:5 პ. კეინი-2 (მაკინონი-1), 5:6 მ. ტკაჩუკი-2 (ქ. ჰიუზი-3, ე. პეტერსონი-1), 5:7 დრაიზაიტლი-3 (მაკდევიდი-2), 5:8 ჰერტლი-2 (პასიორეტი-1, კოპიტარი-2), 5:9 ჰერტლი-3 (დრაიზაიტლი-1, მაკდევიდი-3), 5:10 ჰერტლი-4 (კოპიტარი-3, პასიორეტი-2).

ფინალი

პასიფიკი-ატლანტიკი 5:4

1:3, 4:1

გოლები: 0:1 ჰედმანი-2 (პასტრნაკი-2, აიკელი-4), 0:2 იუბერდო-2 (ბ. ტკაჩუკი-2, მარნერი-1), 1:2 პასიორეტი-1 (კოპიტარი-4), 1:3 პასტრნაკი-4 (იუბერდო-1, ფ. ანდერსენი-1), 2:3 ე. პეტერსონი-1 (მ. ტკაჩუკი-3, ქ. ჰიუზი-4), 3:3 დრაიზაიტლი-4 (ჯორდანო-2), 3:4 ტ. ბერტუცი-1 (დუკლე-2, შ. უებერი-2), 4:4 ე. პეტერსონი-2 (ქ. ჰიუზი-5, მ. ტკაჩუკი-4), 5:4 ჰერტლი-2 (დრაიზაიტლი-2, მაკდევიდი-4).