ჰოკეის ეროვნული ლიგაში ახალი ისტორია დაიწერა
ჰოკეის ეროვნული ლიგაში ახალი ისტორია დაიწერა

ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეი ოფში პირველი ფინალისტი გამოვლინდა. „ვეგასმა“ სტუმრად 2:1 მოუგო „ვინიპეგს“ და დასავლეთი კონფერენციის ფინალურ სერიაში 4:1 გაიმარჯვა.
ვეგასი“ გახდა მხოლოდ მესამე გუნდი NHL-ის ისტორიაში, რომელიც სადებიუტო სეზონში ფინალამდე მივიდა. ასეთი რამ ზუსტად ყოველ 50 წელიწადში ერთხელ ხდება: 1917-18 წლების სეზონში ეს გააკეთა „ტორონტო არენასმა“, 1967-68 წლების სეზონში – „სენტ ლუისმა“.

ფინალში „ვეგასის“ მეტოქე გაირკვევა „ტამპა ბეისა“ და „ვაშინგტონის“ დაპირისპირებაში. ამ გუნდების სერიაში „ტამპა ბეი“ 3:2-ს იგებს.

ვინიპეგი-ვეგასი 1:2
1:1, 0:1, 0:0
გოლები: 0:1 ტაჩი-6 (კარპენტერი-5), 1:1 მორისეი-1 (ლიტლი-5), 1:2 რივსი-1 (სბისა-2, ნოსეკი-2).
სერია: 1-4