ჰოკეის ეროვნული ლიგა სრულფასოვანი სეზონის ჩატარებას აპირებს

18:51, 20.09.2020
May 27, 2019; Boston, MA, USA; NHL commissioner Gary Bettman speaks at a press conference before game one of the 2019 Stanley Cup Final between the Boston Bruins and the St. Louis Blues at TD Garden. Mandatory Credit: Winslow Townson-USA TODAY Sports

May 27, 2019; Boston, MA, USA; NHL commissioner Gary Bettman speaks at a press conference before game one of the 2019 Stanley Cup Final between the Boston Bruins and the St. Louis Blues at TD Garden. Mandatory Credit: Winslow Townson-USA TODAY Sports

მომდევნო სეზონში ჰოკეის ეროვნული ლიგა სრულფასოვანი რეგულარული ჩემპიონატის ჩატარებას გეგმავს – თითო გუნდისთვის 82 მატჩით და ოთხრაუნდიანი პლეი ოფით, – განაცხადა NHL-ის კომისარმა გარი ბეტმენმა. მან არ გამორიცხა, რომ ახალი ჩემპიონატი დეკემბრის ბოლოს დაიწყება, შესაძლოა, იანვარში. თავდაპირველი გეგმით, ლიგა მომდევნო სეზონის დაწყებას პირველ დეკემბერს აპირებდა.

„ვფიქრობ, რომ მომდევნო სეზონი სრული მოცულობით გაიმართება. თითოეული გუნდი 82 მატჩს ჩაატარებს და პლეი ოფიც ჩვეული იქნება. როდის და როგორ? ჯერჯერობით, არასაკმარისი ინფორმაცია გვაქვს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ.

ვისურვებდი, რომ ზაფხული მაქსიმალურად თავისუფალი იყოს. ჩვეულებრივ, ჩვენ გვიყურებენ შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე. ყოველთვის ვცდილობთ სეზონის ივნისის ბოლოს დავასრულოთ. წელს ჩვენთვის პრინციპულად მნიშნელოვანი იყო გვეთამაშა ივლისის ბოლოს, აგვისტოსა და სექტემბერში. ძალიან გვინდა თავიდან ავიცილოთ ზაფხულში თამაში და ასეც მოვიქცევით, თუ ამგვარი შესაძლებლობა იქნება. მაგრამ ჯერ ადრეა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა ბეტმენმა.

მისი თქმით, NHL-მ შეიძლება მომდევნო სეზონი მაყურებლების გარეშე დაიწოს, შემდეგ კი თანდათანობით შეავსოს ტრიბუნები.

მსგავსი