ჰოკეის ეროვნული ლიგა 2021 წელს მსოფლიოს თასს გეგმავს
ჰოკეის ეროვნული ლიგა 2021 წელს მსოფლიოს თასს გეგმავს

ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) კომისრის თანაშემწის ბილ დეილის ინფორმაციით, NHL-მ 2021 წელს, შესაძლოა, მსოფლიოს თასის გათამაშება ჩაატაროს. თუ ამ ტურნირის ორგანიზება მოხერხდა, ის ტრადიციულ „ყველა ვარსკვლავის მატჩს“ ჩაანაცვლებს.

„ეს შეიძლება იყოს მინი ტურნირი, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდება. გამოვიყენებთ „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ტრადიციულ ერთკვირიან შესვენებას და ჩავატარებთ საერთაშორისო ტურნირს. თუ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას მოთამაშეთა პროფკავშირთან, მაშინ ვიმუშავებთ ამაზე“, – განაცხადა დეილიმ.

მსოფლიოს თასი ტარდებოდა 1996 წლამდე, რის შემდეგაც ის დაიხურა. მოგვიანებით, გამოცხადდა მისი აღორძინების შესახებ და 2016 წელს გაიმართა ტურნირი რვა ნაკრების მონაწილეობით. გამარჯვება კანადის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში ევროპის ნაკრებს მოუგო.

იგეგმებოდა მსოფლიოს თასის გამართვა 2020 წელს, მაგრამ მის ჩატარებაზე უარი თქვეს.