ჰოკეის ეროვნულ ლიგაში სეზონის გოლად მეკარის მიერ გატანილი შაიბა აარჩიეს (ვიდეო)

16:09, 15.06.2020

ჰოკეის ეროვნული ლიგის გულშემატკივრებმა 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო გოლი გამოავლინეს. ხმის მიცემაში 42.3 პროცენტით გაიმარჯვა „ნეშვილის“ მეკარე პეკა რინემ, რომელმაც საკუთარი კარიდან მთელს მოედანზე გაუშვა შაიბა და „ჩიკაგოს” ცარიელ კარში გაიტანა.

მეორე ადგილზე გავიდა „ედმონტონის“ ფორვარდი კონორ მაკგრეგორი „ტორონტოს“ წინააღმდეგ გატანილი გოლით (ხმების 25.0 პროცენტი).

მსგავსი