ჰოკეის ეროვნულ ლიგაში რუს სპორტსმენს დოპინგი აღმოუჩინეს
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში რუს სპორტსმენს დოპინგი აღმოუჩინეს

ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ „ვეგასის“ ფორვარდი ვალენტინ ზიკოვი აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის დისკვალიფიცირებულია. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯეს გრეინჯერმა დაწერა.

რუსი ჰოკეისტი 20 მატჩით არის დისკვალიფიცირებული.

ზიკოვი 2013 წლის დრაფტის 37-ე ნომერია. მიმდინარე სეზონზე მან „ვეგასის“ რიგებში შვიდი მატჩი ჩაატარა და ორი ქულა დააგროვა.