ჰოკეის ეროვნულ ლიგაში კორონავირუსი 11 მოთამაშეს აქვს
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში კორონავირუსი 11 მოთამაშეს აქვს

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გამოაცხადა მოთამაშეთა კორონავირუსზე ტესტირების შედეგები, რომელიც 2019-20 წლების სეზონის განახლების მეორე ეტაპზე გადასვლის წინ ჩატარდა.

„იმის გამო, რომ კლუბებს საწვრთნელი ბაზების გახსნის უფლება მიეცათ, ყველა მოთამაშემ გაიარა აუცილებელი ტესტირება COVID-19-ზე. დღეისთვის, 200 მოთამაშეზე მეტი შემოწმდა. საერთო ჯამში, 11-მა ჰოკეისტმა აჩვენა დადებითი შედეგი. ისინი თვითიზოლირებულნი არიან და სპეციალურ პროტოკოლს მისდევენ. ლიგა არ აპირებს ამ მოთამაშეთა გვარების დასახელებას“, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ტამპა ბეიმ“ თავის რიგებში ინფიცირების 11 შემთხვევის შესახებ გამოაცხადა და აქედან სამი ჰოკეისტია. კორონავირუსი აქვს „ტორონტოს“ ვარსკვლავს, ოსტონ მეტიუსსაც.