ჰოკეის ეროვნულ ლიგა, ფინალი - „ბოსტონმა“ საკუთარი მოედნის უპირატესობა დაიბრუნა
ჰოკეის ეროვნულ ლიგა, ფინალი - „ბოსტონმა“ საკუთარი მოედნის უპირატესობა დაიბრუნა

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გაიმართა „სტენლის თასის“ ფინალური სერიის მესამე შეხვედრა, რომელშიც „ბოსტონმა“ სტუმრად გაანადგურა „სენტ ლუისი“ – 7:2.

უკვე მეორე პერიოდის დასაწყისში სტუმრები 4:0-ს იგებდნენ, რითაც მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ამ მოგებით „ბოსტონმა“ დაიბრუნა საკუთარი მოედნის უპირატესობა. შემდეგი მატჩი ორი დღის შემდეგ, ისევ „სენტ ლუისის“ მოედანზე გაიმართება.

სტ. ლუისი-ბოსტონი 2:7
0:3, 1:2, 1:2
გოლები: 0:1 ბერჟერონი-9 (კრუგი-12, დებრუსკი-6, 0:2 კოილი-8 (მ. იოჰანსონი-7, ჰაინენი-6), 0:3 კურალი-4 (ნორდსტრიომი-4), 0:4 პასტრნაკი-8 (კრუგი-13, ბერჟერონი-6), 1:4 ბარბაშევი-3 (სენფორდი-1, სტინი-3), 1:5 კრუგი-2 (მარშანი-12, ბერჟერონი-7), 2:5 პარაიკო-2 (ო’რაილი-13, ბოზაკი-7), 2:6 აჩიარი-2 (ნორდსტრიომი-5, კოილი-7), 2:7 მ. იოჰანსონი-4 (კრუგი-14, კლიფტონი-3).
სერია: 1-2