ჰოკეი | ზამთრის ოლიმპიადაზე ნახევარფინალური წყვილები დაკომპლექტდა #1TVSPORT
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჰოკეის ტურნირზე მამაკაცთა შორის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები დაკომპლექტდა.
განსაკუთრებით დაძაბული გამოვიდა კანადისა და ჩეხეთის მეოთხედფინალური დაპირისპირება, რომელიც კანადელებმა დამატებით დროში გატანილი „ოქროს გოლის“ წყალობით 4:3 მოიგეს.
ნახევარფინალის საგზური ასევე მოიპოვა სლოვაკეთის ოლიმპიურმა გუნდმა, რომელმაც გერმანია დამაჯერებლად, 6:2 დაამარცხა.
მედლებისთვის იბრძოლებს ფინეთიც, რომელმაც შვეიცარიასთან შეხვედრაში 0:2 ჩამორჩენა აღმოფხვრა და 3:2 გაიმარჯვა. ბოლო ნახევარფინალისტი კი აშშ გახდა – ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა შვედეთს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია.
ნახევარფინალური ეტაპის წყვილები:
კანადა – ფინეთი | 20 თებერვალი, 19:40 საათი
აშშ – სლოვაკეთი | 21 თებერვალი, 00:10 საათი
მატჩებს პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.