ჰოკეი: რუსეთის ოლიმპიური ათლეტების ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია (ვიდეო)

დაძაბულად და სანახაობრივად წარიმართა ფინალური მატჩი ჰოკეიში გერმანიისა და რუსეთის ოლიმპიური ათლეტების გუნდებს შორის. პირველ და მეორე ტაიმებში თითო გოლი გავიდა და როდესაც გუნდები დასკვნით პერიოდზე გავიდნენ, ანგარიში 1-1 იყო. ამის შემდეგ, სანამ მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 50 წამი დარჩებოდა, გერმანიამ კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა, რუსებმა კი ერთის და გერმანია ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. თუმცა, რუსებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს, სადაც ოქროს გოლით მოიგეს კიდეც და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე