ჰოკეი: რუსებმა მოგების გემო გაიხსენეს
ჰოკეი: რუსებმა მოგების გემო გაიხსენეს

ჰოკეის ტურნირში განცდილი პირველი მოულოდნელი მარცხის შემდეგ, ‘რუსეთის ოლიმპიური ათლეტების’ ნაკრებმა (ოარ) სლოვენია დიდი ანგარიშით, 8-2 დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში აშშ-ს ნაკრებმა სლოვაკეთს აჯობა (2-1) და შედეგად ჯგუფში სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. ორი ტურის შემდეგ 4 ქულით აშშ ლიდერობს, შემდეგ მოდის ‘რუსეთის ოლიმპიური ათლეტები’ და სლოვაკეთი, რომლებსაც 3-3 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის ბოლოში, 2 ქულით, სლოვენიაა.

მომდევნო ტური 17 თებერვალს გაიმართება:

ოარ – აშშ
სლოვაკეთი – სლოვენია

 

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე