ჰოკეი: პირველი ფინალისტი ცნობილია (ვიდეო)

დასრულდა პირველი ნახევარფინალური მატჩი ჰოკეიში მამაკაცებს შორის, რომელშიც ერთმანეთს ჩეხეთისა და რუსეთის ოლიმპიური ათლეტების ნაკრებები ხვდებოდნენ. უგოლო პირველი პერიოდის შემდეგ, მეორე პერიოდში რუსებმა ორი შაიბის გატანა შეძლეს და ანგარიშში უპირატესობა მოიპოვეს. თანაბარი მესამე პერიოდის მიუხედავად, ჩეხებმა ანგარიშში ცვლილების შეტანა ვერ მოახერხეს, რუსებმა კი ფინალურ სირენამდე რამდენიმე წამით ადრე მესამე გოლიც გაიტანეს და 3-0 მოიგეს.

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ მატჩს, აქ ერთმანეთს კანადისა და გერმანიის ნაკრებები შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 16:10 საათზე დაიწყება.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე