მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჰოკეის ტურნირზე მამაკაცთა შორის ფინალური წყვილი ცნობილია – ოქროს მედლისთვის მატჩში აშშ კანადას შეხვდება.
ამერიკელებმა ტურნირის ნახევარფინალში სლოვაკეთი დამაჯერებლად, 6:2 დაამარცხეს. პირველ მეოთხედში აშშ-მა 2 შაიბა გაიტანა, მეორეში – 3, ხოლო ბოლო მეოთხედში – 1.
დაძაბული გამოვიდა კანადისა და ფინეთის ნახევარფინალური დაპირისპირება. ფინელები ორი შაიბით დაწინაურდნენ, ორი მეოთხედის შემდეგ კი 2:1 იგებდნენ, თუმცა კანადამ დაბრუნება მოახერხა, ბოლო მეოთხედში 2-ჯერ აიღო მეტოქის კარი და 3:2 გაიმარჯვა.
შედეგად, ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლისთვის კანადა და ამერიკა 22 თებერვალს, თბილისის დროით 17:10 საათზე ითამაშებენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებისთვის ფინეთი და სლოვაკეთი 21 თებერვალს, 23:40 საათზე იბრძოლებენ.