ჰოკეი: ფინალში გერმანია და რუსეთის ოლიმპიური ათლეტები ითამაშებენ

დრამატულად წარიმართა მეორე ნახევარფინალური მატჩი ჰოკეიში გერმანიასა და კანადას შორის. პირველი პერიოდი გერმანელებმა 1-0 მოიგეს. მეორე პერიოდში კანადელებმა ერთი შაიბის გაქვითვა მოახერხეს, თუმცა გერმანიამ კიდევ ორი დაუმატა და მეორე შესვენებაზე ორგოლიანი უპირატესობით გავიდა. მესამე პერიოდის დასაწყისში გერმანელებმა კიდევ ერთი გაიტანეს და ანგარიში 4-1 გახდა. ამის შემდეგ მატჩის შედეგი თითქოს ეჭვს აღარ იწვევდა და გერმანიას ადვილად უნდა მოეგო, თუმცა კანადელები არ დანებდნენ და როდესაც მატჩის დამთავრებამდე 10 წუთი რჩებოდა, ანგარიში უკვე 4-3 იყო. ამის შემდეგ კანადამ მეტოქეს შტურმი მოუწყო, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხა და ფინალში გერმანიის ნაკრები ითამაშებს, სადაც მას რუსეთის ოლიმპიური ათლეტები ელიან.

ფინალური მატჩი 25 თებერვალს, თბილისის დროით დილის 8:10-ზე დაიწყება.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე