ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მატჩების ქრონომეტრაჟის დამოკლებას ფიქრობენ
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მატჩების ქრონომეტრაჟის დამოკლებას ფიქრობენ

ჰოკეის ეროვნული ლიგის გენერალური მენეჯერები აპირებენ რამდენიმე წესის შეცვლის შესახებ მსჯელობას. ერთი ეხება თამაშგარე მდგომარეობას და მისი დაფიქსირების წესს. კერძოდ, ამ სიტუაციაში საკამათო ეპიზოდისას, გამოყენებული უნდა იყოს ვიდეოგამეორება. ასევე ამ საკითხის წინ წამოწევა უკავშირდება იმას, რომ ოფსაიდის დღევანდელი წესი არ გამოიყენება შემტევი მოთამაშეების სასარგებლოდ.

ასევე ფუნქციონერები განიხილავენ მატჩების ქრონომეტრაჟის დაპატარავებას მწვრთნელების პროტესტებისა და თამაშის გაჩერებების შემცირების ხარჯზე.

NHL-ის სამსაჯო დეპარტამენტის დირექტორის სტივენ უოლკომის სიტყვებით, წესების ცვლილებები, რომელიც ინიცირებული იყო გუნდების მენეჯერების მიერ თამაშის დინამიკის გაზრდის მიზნით, ლიგას დადებითად წაადგა. შემდეგი სხდომა მარტში გაიმართება.