ჰოკეი | ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი გოგონათა შორის სლოვაკეთმა მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოში მიმდინარე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა შორის ჰოკეის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი სლოვაკეთმა მოიპოვა.
მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში სლოვაკეთმა შვედეთის ნაკრები დამატებით დროში 7:6 დაამარცხა.
დღეს, 18:00 საათზე ტურნირზე ჩატარდება ფინალური დაპირისპირება, რომელშიც ერთმანეთს ფესტივალის ფავორიტი ჩეხეთის ნაკრები ფინეთს შეხვდება.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბიჭების შეჯიბრება 12 თებერვალს დაიწყება. ჰოკეის ტურნირს თბილისი მასპინძლობს.