ჰოილუნდი 2-3 კვირას გამოტოვებს #1TVSPORT

18:11, 24.02.2024

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი რასმუს ჰოილუნდი კუნთის ტრავმის გამო გამოვიდა მწყობრიდან, – იტყობინება მანჩესტერული კლუბის პრესსამსახური.

აღნიშნავენ, რომ 21 წლის ფეხბურთელი ორ-სამ კვირას ვერ შეძლებს თამაშს.

პრემიერლიგაში თავის სადებიუტო სეზონში დანიელმა ფორვარდმა 30 ოფიციალურ მატჩში 13 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი