ჰოფენჰაიმმა სომეხ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი
ჰოფენჰაიმმა სომეხ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი

ბუნდესლიგის ბინადარმა ჰოფენჰაიმმა შეთანხმებას მიაღწია მეორე ბუნდესლიგის გუნდ რეგენსბურგთან  ფორვარდ სარქის ადამიანის ტრანსფერზე. სომხეთის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელთან გაფორმდა კონტრაქტი, რომელიც 2022 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

ოფიციალურად გადასვლა პირველ ივლისს განხორციელდება.

ამ სეზონში ადამიანმა 32 მატჩი ჩაატარა გერმანიის მეორე დივიზიონში, გაიტანა 15 გოლი და 11 შედეგიანი პასი შეასრულა.