„ჰოფენჰაიმმა“ მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
„ჰოფენჰაიმმა“ მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

„ჰოფენჰაიმმა“ თავის ოფიციალური გვერდზე მთავარი მწვრთნელის, ალფრედ შრედერის დათხოვნის შესახებ გამოაცხადა. კონტრაქტი გერმანელ სპეციალისტთან მხარეების ერთობლივი გადაწყვეტილებით შეწყდა. კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ შრედერსა და გუნდის ხელმღვანელობას შორის შეიქმნა უთამხმოება გუნდის მომავალთან დაკავშირებით, რის გამოც სეზონის დარჩენილ პერიოდში თანამაშრომლობას აზრი დაკარგა.

შრედერმა „ჰოფენჰაიმი“ გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა, წლევანდელ სეზონში კი, 30 ტურის შემდეგ, გუნდი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.