„ჰოფენჰაიმის“ მფლობელი ახლოს არის კორონავირუსის ვაქცინის შექმნასთან
„ჰოფენჰაიმის“ მფლობელი ახლოს არის კორონავირუსის ვაქცინის შექმნასთან

კომპანია CureVac, რომელიც ბუნდესლიგის კლუბის „ჰოფენჰაიმის“ მფლობელს, დიტმარ ჰოპს ეკუთვნის, ახლოს არის კორონავირუსის ვაქცინის შექმნასთან, – ამის შესახებ დაწერა „იაჰუ სპორტმა“.

სპეციალური პრეპარატის შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ იანვრიდან დაიწყო. როგორც ჩანს, ვაქცინა ბაზარზე რამდენიმე თვეში გამოჩნდება.

CureVac-ში უკვე განაცხადეს, რომ სამუშაოების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი მზად არიან თავიანთი დახმარება შესთავაზონ მთელს მსოფლიოს.

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მთელს მსოფლიოში 169 ათას ადამიანს გაუტოლდა. ავადმყოფობის შედეგად 6400 ადამიანი დაიღუპა, 76 ათასი გამოჯანმრთელდა.