ჰიუსტონმა პორტლენდი დაამარცხა - ტორონტომ კალიფორნიაში მოიგო [ვიდეო]
ჰიუსტონმა პორტლენდი დაამარცხა - ტორონტომ კალიფორნიაში მოიგო [ვიდეო]

სამი მატჩით გაგრძელდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი. ჰიუსტონროკეტსი“, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელად, დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი აუტსაიდერია, საკუთარ „ტოიოტა ცენტრში“ პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსს“ შეხვდა და 111-104 აჯობა. მასპინძლებმა, მეტოქე ბოლო წუთებზე გატეხეს. ტექსასური კლუბის ლიდერებს, სათადარიგო მოთამაშეებმაც აუბეს მხარი. სამმაგი დუბლი, კრის პოლმა შეასრულა. ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა, 11 ქულა 11 მოხსნა და 10 პასი ჩაიწერა აქტივში. ჯეიმს ჰარდენის მონაგარმა, 29 ქულა შეადგინა. „როკეტსი“ კვლავ ცხრილის ბოლოში იმყოფება. მაიკ დანტონის გუნდი, დასავლეთში, მე-14-ეა და მხოლოდ ფინიქს „სანზს“ უსწრებს.

ლოს ანჯელესკლიპერსის“ წარმატებული სტარტი და კონფერენციის ლიდერობა, ნელნელა წარსულს ბარდება. კალიფორნიული გუნდი, რომელიც რამდენიმე ტურის წინ, პირველ ადგილზეც კი იმყოფებოდა, მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა. დღეს დილით, კალიფორნიელებმა, საკუთარ „სტეიპლზ ცენტრში“ აღმოსავლეთის ლიდერთან, ტორონტო „რეპტორზთან“ უშანსოდ წააგეს, ანგარიშით 99-123. აღსანიშნავია, რომ ტორონტომ, ასეთ დამაჯერებელ გამარჯვების, კავაი ლეონარდის გარეშე მიაღწია. კანადურ კლუბს, სერჟ იბაკამ ულიდერა. ესპანეთის ნაკრების, კონგოელმა კალათბურთელმა, 25 ქულა მოაგროვა, რასაც 9 მოხსნა და 3 ბლოკშოტიც დაუმატა. კაილ ლაურის ანგარიშზე, 21 ქულა 7 პასი და 5 მოხსნაა. „რეპტორზს“ მთლიანად რეგულარულ სეზონში, საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში, სან ანტონიო „სფერსმა“ საკუთარ დარბაზში, ფინიქსსანზი“ პრობლემების გარეშე, 111-86 დაამარცხა.