ჰიუსტონმა „ნიუ ორლეანსი“ გაანადგურა, ფილადელფიამ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო
ჰიუსტონმა „ნიუ ორლეანსი“ გაანადგურა, ფილადელფიამ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო

დღეს დილით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის ექვსი მატჩი გაიმართა. დამაჯერებელ თამაშს განაგრძობს დასავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერი, ჰიუსტონროკეტსი“. მაიკ დ’ ანტონის გუნდმა, საკუთარ „ტოიოტა ცენტრში“ ნიუ ორლეან პელიკანსი მიიღო და უშანსოდ, ანგარიშით, 114-91 დაამარცხა. მასპინძლებს, კვლავ ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა, რომელმაც: 27 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. ჰიუსტონელებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს თამაშის ბედი. დიდი შესვენების შემდეგ, ტექსასური კლუბი 27 ქულას იგებდა და დარჩენილი დრო სრულ ფორმალობად იქცა.

სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი ენტონი დევისს ჰქონდა. „პელიკანსის“ ლიდერმა, 25 ქულა და 8 მოხსნა გააკეთა. ეს გამარჯვება ჰიუსტონისთვის ზედიზედ მერვე გამოდგა. „როკეტსი“ დასავლეთში პირველია და დიდი ალბათობით, რეგულარულ სეზონს ამავე პოზიციაზე დაასრულებს.

ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო ფილადელფია 76-მა. ფილადელფიელებმა ტაჯ გიბსონის და დერეკ როუზის გარეშე მოასპარეზე მინესოტა „ტიმბერვულვზი“ 120-108 დაამარცხეს. ჯოელ ემბიდმა მასპინძლებს 19 ქულა და 8 მოხსნა შესძინა.

ბოლო პერიოდში, შესანიშნავ სტატისტიკას აგროვებს დარიო შარიჩი. ხორვატმა ფორვარდმა მეტოქეს 18 ქულა ჩაუგდო. 17 ქულაა იტალიელი მარკო ბელინელის მონაგარი. ფილადელფიას 42 მოგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე იმყოფება

დეტროიტი-ჩიკაგო 117-95
ორლანდო-ფინიქსი 105-99
მემფისი-ლეიკერსი 93-100
დალასი-შარლოტი 98-102.