ჰიუსტონის მთავარ სამიზნეს ჯიმი ბატლერი წარმოადგენს (ვიდეო)

მიმდინარე ზაფხული ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) დიდი ცვლილებების მომტანი უნდა გახდეს. მედია ამჟამად ყველაზე დიდ ინტერესს კავაი ლეონარდის და კევინ დურანტის მიმართ იჩენს, თუმცა თავისუფალი აგენტის სტატუსს 30 ივნისის შემდეგ კიდევ ბევრი კალათბურთელი მოიპოვებს.

„იესპიენის“ (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ „ჰიუსტონ როკეთსი“ ჯიმი ბატლერის შეძენით არის დაინტერესებული.