„ჰიუსტონის“ ახალი მთავარი მწვრთნელი სტეფენ საილესი იქნება
„ჰიუსტონის“ ახალი მთავარი მწვრთნელი სტეფენ საილესი იქნება

„ჰიუსტონის“ მიერ პლეი ოფში განცდილი მორიგი წარუმატებლობის შემდეგ ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ მაიკ დეანტონის დაემშვიდობა. ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ ტეხასურმა გუნდმა დეანტონის შემცვლელი უკვე იპოვა და ეს „დალას მავერიკსის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სტეფენ საილესი იქნება. წყაროს ცნობით მხარეებმა მოლაპარაკება წარმატებით დაასრულეს და შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

საილესი ნბა-ის ყოფილი მწვრთნელის პოლ საილესის შვილია. თავდაპირველად მან ლიგაში მუშაობა 2000 წელს „შარლოტ ჰორნეტში“ ასისტენტად დაიწყო. მას ასევე ნამუშევარი აქვს „ნიუ ორლეანში“, „კლივლენდში“, „გოლდენ სტეიტში“, „შარლოტში“ და ბოლოს „დალასში“.