„ჰიუსტონ როკეტსი“ ტაბო სეფალოშას იმატებს
„ჰიუსტონ როკეტსი“ ტაბო სეფალოშას იმატებს

2018 წელს, მას შემდეგ, რაც „ჰიუსტონმა“ ტრევორ არიზა გაუშვა, ტეხასური გუნდი მის პოზიციაზე ახალი კალათბურთელის ძიებაშია. გასულ სეზონზე „როკეტსში“ ამ დანაკარგის შევსებას კარმელო ენტონით შეეცადნენ, თუმცა ამ ვარიანტმა აშკარად არ გაამართლა და გუნდის ხელმძღვანელობას 10 თამაშის შემდეგ „მელოსთან“ დამშვიდობება მოუწია.

გუნდის მთავარი მწვრთნელი გარკვეულ ექსპერიმენტებს იმან შამპერტის, ჯეიმს ენისისა და ჯერალდ გრინის მონაწილეობით ატარებდა, თუმცა ჰიუსტონელთა პრობლემა ამით ვერ მოგვარდა. ახალი სეზონიდან „როკეტსში“ იმედოვნებენ, რომ ამ პრობლემას ტაბო სეფალოშა მოაგვარებს.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტი მარკ სტეინი იუწყება, რომ სეფალოშა „როკეტსთან“ ერთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. 35 წლის ფორვარდმა წინა სეზონზე „იუტას“ შემადგებლობაში 50 შეხვედრა გამართა. მისი საშუალო მონაგარი 3.8 ქულაა. ის პარკეტზე საშუალოდ 12.2 წუთს ატარებდა.

დატოვე კომენტარი