ჰიუსტონ „როკეტსი“ ნიუ ორლეანში დამარხცდა
ჰიუსტონ „როკეტსი“ ნიუ ორლეანში დამარხცდა

დღეს დილით, მორიგი შეხვედრები შედგa ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ცენტრალურ მატჩში, ნიუ ორლეანს “პელიკანსმა”, საკუთარ დარბაზში ჰიუსტონ „როკეტსი“ მიიღო. ჰიუსტონელები, დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფებიან და მხოლოდ მომქედ ჩემპიონს, გოლდენ სტეიტ „უორიორზს“ ჩამორჩებიან.

“პელიკანსი”, ასევე ცხრილის ზედა ნაწილში და პლეი-ოფში მოხვედრას მაღალი ადგილიდან ცდილობს. პრინციპული დაპირისპირება საინტერესო და უკანასკნელ წამებამდე დაძაბული გამოდგა.

დასკვნითი მეოთხედის წინ, სტუმრები ათი ქულის სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა მაიკ დ’ანტონის გუნდმა თამაშის დაძაბვა მაინც შეძლო. შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე, როდესაც ანგარიში 111-109 იყო, დემარკუს კაზენსმა შეტეევაში მოხსნა ბურთი და ორქულიანი ჩააგდო, პლუს მეტოქეს ჯარიმაც მიაღებინა. სწორედ ეს მომენტი გამოდგა საკვანძო აღნიშნულ დაპირისპირებაში. ნიუ ორლეანსმა 115-113 გაიმარჯვა.

კაზენსმა, ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში, კოჭი გადაიტრიალა და მოედნის ვადაზე ადრე დატოვება მოუწია. რა სიმძიმასაა ტრავმა და რამდენ ხანს მოუწევს დასვენება „პელიკანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, ჯერჯერობითბ უცნობია.

გამარჯვებულ გუნდს, ენტონი დევისმა ულიდერა 27 ქულით და 11 მოხსნით. „როკეტსის“ რიგებში, საუკეთესო კრის პოლი გახლდათ. უკანახაზელმა, 38 ქულა და 8 ზუსტი პასი გააკეთა. ეს „პელიკანსისთვის“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გამოდგა. ელვინ ჯენტრის გუნდმა, დასავლეთ კონფერენციაში, 6-ე ადგილზე გადაინაცვლა.