„ჰილსბოროს“ ტრაგედიას გადარჩენილი გულშემატკივარი კორონავირუსმა იმსხვერპლა
„ჰილსბოროს“ ტრაგედიას გადარჩენილი გულშემატკივარი კორონავირუსმა იმსხვერპლა

„ლივერპულის“ 65 წლის გულშემატკივარი დეივ როლანდი, რომელიც 1989 წელს მომხდარ „ჰილსბოროს ჭყლეტას“ გადაურჩა, ტრაგედიის 31-ე წლისთავზე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა „ლივერპულ ექო“ იტყობინება. როლანდმა სტადიონზე მომხდარ ჭყლეტას თავი დააღწია, თუმცა გვერდით მყოფი 17 წლის გუშემატკივრის გადარჩენა ვერ შეძლო. ტრაგედიის შემდეგ გადაღებულ იქნა იმ დღის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოსურათი, რომელშიც დეივ როლანდი დაცარიელებულ სტადიონზე ზის, სახე შარფში აქვს ჩარგული და ტირის.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული ტრაგედია 1989 წლის 15 აპრილს ქალაქ შეფილდში მოხდა, როდესაც „ჰილსბოროს“ სტადიონზე გამართულ ინგლისის თასის ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს „ნოტინგემ ფორესტი“ და „ლივერპული“ ხვდებოდნენ. შემთხვევამ „ლივერპულის“ 96 გულშემატკივარი იმსხვერპლა.