ჰიდენოუმის რევანში ტოჩინოშინთან - ქართველის მესამე მარცხი [ვიდეო] #1TVSPORT
ჰიდენოუმის რევანში ტოჩინოშინთან - ქართველის მესამე მარცხი [ვიდეო] #1TVSPORT

მაისის ბაშოს მეოთხე დღეს, ტოჩინოშინის წინააღმდეგ მე-6 მაეგაშირა ჰიდენოუმი წარდგა. ტოჩინოშინი მას მარტის ბაშოზე შეხვდა და მაშინ ქართველმა იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

ამჯერად კი ჰიდენოუმიმ რევანშის აღება მოახერხა. მან თავიდანვე აგრესიულად შეუტია, უპირატესობაც მოიპოვა და საბოლოოდ, იორიკირის ილეთით გადაიყვანა ტოჩინოშინი დოჰიოდან.

ამრიგად, 4 დღის შემდეგ, ტოჩის 1 მოგება და 3 წაგება აქვს. რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, ბაშოს მე-5 დღეს ლევან გორგაძე მე-5 მაეგაშირა ონოშოს ხვდება. ისინი აქამდე ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მოგება-წაგებათა ბალანსი თანაბარია – 1:1.