„ჰეზბოლას“ ლიდერი ლიბანის მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს ვაშინგტონში ლიბანისა და ისრაელის ელჩებს შორის დაგეგმილი შეხვედრა
„ჰეზბოლას“ ლიდერი ნაიმ ყასემი ლიბანის მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს ვაშინგტონში 14 აპრილს ლიბანისა და ისრაელის ელჩებს შორის დაგეგმილი შეხვედრა.
ყასემის თქმით, „ჰეზბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.
„ჩვენ უარვყოფთ მოლაპარაკებებს უზურპატორ ისრაელთან. ეს მოლაპარაკებები უაზროა. ეს მოლაპარაკება კაპიტულაცია და დანებებაა და ლიბანის სიძლიერეს შეარყევს. მოვუწოდებთ, ვიდრე შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ისტორიული და გმირული ნაბიჯისკენ – ეს შეხვედრა უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნავს ყასემი.