„ჰეზბოლას“ ლიდერი - „ჰეზბოლა“ უპასუხებს ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას
„ჰეზბოლას“ ლიდერი - „ჰეზბოლა“ უპასუხებს ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას

„ჰეზბოლა“ უპასუხებს ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას, – ამის შესახებ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ყასემმა ლიბანის საინფორმაციო სააგენტო NNA-ს ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ისრაელი ლიბანში არ უნდა დარჩეს.

„ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს აგრესიის სრულ შეწყვეტას ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან; არანაირი დანგრევა; არანაირი ძალების კონცენტრაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისრაელისთვის არანაირი მოგება არ არსებობს. მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი წესი: ყველას, ვისაც სურს ისრაელთან შეთანხმების მიღწევა, უნდა დაეთანხმოს ორმხრივ უსაფრთხოებას და ლიბანის არმიის განლაგებას მდინარე ლიტანის სამხრეთით. მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით არცერთ დარღვევას. ნებისმიერ დარღვევას დავუპირისპირდებით. ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ჩვენ ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ნაიმ ყასემმა.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროები ლიბანის ტერიტორიაზე დარჩებიან.  მისივე თქმით, ისრაელის ჯარისკაცებს არ აქვთ არანაირი შეზღუდვა, რომ ლიბანში საფრთხეების აღმოსაფხვრელად იმოქმედონ. კაცმა ასევე განაცხადა, რომ სამხედროები ლიბანის იმ ტერიტორიაზე დარჩებიან, რომელსაც ისრაელი „უსაფრთხოების ზონას“ უწოდებს.