„ჰეზბოლას“ ლიდერი აცხადებს, რომ გერმანია აშშ-ის მითითებებს დაემორჩილა, როცა შიიტური დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
„ჰეზბოლას“ ლიდერი აცხადებს, რომ გერმანია აშშ-ის მითითებებს დაემორჩილა, როცა შიიტური დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

„ჰეზბოლას“ ლიდერმა, საიდ ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ გერმანია აშშ-ის ნებას ემორჩილებოდა, როცა შიიტური დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პირდაპირ ეთერში გადაცემული გამოსვლისას ნასრალამ აღნიშნა, რომ გერმანიის ეს გადაწყვეტილება აშშ-ისა და ისრაელის გავლენით იყო განპირობებული, თუმცა დაჯგუფების მიზნებს ეს მაინც ვერ შეაჩერებს.

შიიტური ორგანიზაციის ლიდერმა ასევე დაგმო გერმანიის პოლიციის მიერ მეჩეთებში ჩატარებული რეიდები და განაცხადა, რომ მათ ევროპაში ოფიციალური წარმომადგენლები არ ჰყავთ.