„დინამო“ ლეგენდების თასის ვიცე-ჩემპიონია (ვიდეო)

თბილისის „დინამოს“ ვეტერანთა გუნდი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დასრულებული ლეგენდების თასის ფინალში ლევან კობიაშვილის „ჰერტას“ შეხვდა და დამარცხდა.

ნახევარფინალში „დინამომ“ ბრემენის „ვერდერი“ 5:2 დაამარცხა. ხოლო ბერლინელებმა ნახევარფინალში დორტმუნდის „ბორუსია“ დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ.

სამწუხაროდ, პირველ დღეს მიღებული ტრავმის გამო ლევან კობიაშვილმა მეორე დღეს ვერ ითამაშა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თბილისის „დინამოსთან” ფინალიც გამოტოვა.

ფინალში ბერლინელები 2:0 დაწინაურდნენ. მართალია, ალექსანდრე იაშვილმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ჰერტამ“ ორბურთიანი უპირატესობა ისევ აღადგინა, მალე კიდევ ორი გაიტანა და 5:1 დაწინაურდა. თბილისელებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს – გოლი ლევან ცქიტიშვილის ანგარიშზეა.

საბოლოოდ, „ჰერტამ“ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა, 5:2 გაიმარჯვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა. თბილისის „დინამოს“ ლეგენდებმა სადებიუტო გამოსვლა ვიცე-ჩემპიონის ტიტულით დაასრულეს.

მეორეადგილოსანი გუნდის კაპიტანს, კახა კალაძეს ორგანიზატორებმა თასი გადასცს. ამას გარდა, „დინამო თბილისის“ წარმომადგენლები ტურნირის ორგანიზატორებმა სხვა პრიზებით დააჯილდოვეს. გიორგი ლომაია საუკეთესო მეკარედ აღიარეს, ალექსანდრე იაშვილმა საუკეთესო ბომბარდირის პრიზთან ერთად, ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.

დატოვე კომენტარი