„ჰერტა II“-ის მწვრთნელმა შალვა ოგბაიძე გამოარჩია - მას დიდი პროგრესი აქვს #1TVSPORT
„ჰერტა II“-ის მწვრთნელმა შალვა ოგბაიძე გამოარჩია - მას დიდი პროგრესი აქვს #1TVSPORT

შალვა ოგბაიძეს დიდი პროგრესი აქვს, – ამის შესახებ ბერლინის „ჰერტას“ 23-წლამდელთა (სარეზერვო) გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რეიჰან ჰასანოვიჩმა „კიკერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სელიმ თელიბიმ, ოლივერ რილკემ, იანე ბერნერმა, ლუის ტრუსმა და შალვა ოგბაიძემ ბოლო თვეებში უზარმაზარი ნაბიჯი გადადგეს წინ. ისინი სრულიად განსხვავებულები არიან იმასთან შედარებით, რაც ექვსი თვის წინ იყვნენ. განსაკუთრებით გამოვყოფ შემტევ ნახევარმცველებს – თელიბსა და ოგბაიძეს. ისინი გუნდის ძრავს წარმოადგენენ.

ზოგადად, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ფეხბურთით და მოთამაშეების განვითარებით. თუ ბურთთან თავდაჯერებულები ვიქნებით და იმავე თამაშს ვაჩვენებთ, რაც ბოლო კვირების განმავლობაში გვქონდა, წინ საინტერესო მოვლენები გველის“, – ამბობს ჰასანოვიჩი.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კარგ სეზონს ატარებს – 23 წლის ფეხბურთელმა „ჰერტას“ მეორე გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.