ჰერმან საბო - მგონია, რომ ტიკარაძის გადადგომის მიზეზი უფრო სიღრმისეული იყო, ვიდრე მწვანე პასპორტზე უთანხმოება
ჰერმან საბო - მგონია, რომ ტიკარაძის გადადგომის მიზეზი უფრო სიღრმისეული იყო, ვიდრე მწვანე პასპორტზე უთანხმოება

ოპოზიციონერ დეპუტატ ჰერმან საბოს მიაჩნია, რომ ეკატერინე ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრობიდან გადადგომის მიზეზი უფრო სიღრმისეული იყო, ვიდრე მწვანე პასპორტზე უთანხმოება.

დეპუტატის თქმით, კოვიდპანდემიის დროს მთავრობის მხრიდან განხორციელებული ქმედებები იყო მეცნიერულად დაუსაბუთებელი და დიდწილად შეიცავდა მხოლოდ პიარის ნიშნებს.

„ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მიზეზების თაობაზე ჯერ მხოლოდ ჭორები ვიცით, დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. ჯანდაცვის მინისტრად ვინ დაინიშნება, ეს გარკვეულ სიცხადეს შეიტანს საკითხში.

მგონია, რომ პრობლემა უფრო სიღრმისეული იყო, ვიდრე მწვანე პასპორტზე უთანხმოება. უთანხმოება რაზე იყო, ახლა ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. კოვიდპანდემიის დროს მთავრობის მხრიდან განხორციელებული ქმედებები იყო მეცნიერულად დაუსაბუთებელი და დიდწილად შეიცავდა მხოლოდ პიარის ნიშნებს; აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება, ჯანდაცვის მინისტრის ეფექტურ მუშაობაზე ვისაუბროთ, როცა მათ მიერ გატარებული ღონისძიებები იყო მხოლოდ პიარი და არავითარი კავშირი არ ჰქონდა კოვიდთან ბრძოლასთან. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მინისტრის მიმართ დადებითი შეფასება მაქვს, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის მიმართ“, – განაცხადა ჰერმან საბომ.