ჰერმან საბო - დანია ევროგაფართოების ერთ-ერთი სკეპტიკოსი ქვეყანაა, ჩამოვედით, რათა ისინი პირადად დავარწმუნოთ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს
ჰერმან საბო - დანია ევროგაფართოების ერთ-ერთი სკეპტიკოსი ქვეყანაა, ჩამოვედით, რათა ისინი პირადად დავარწმუნოთ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

დანია ევროგაფართოების ერთ-ერთი სკეპტიკოსი ქვეყანაა, ჩამოვედით, რათა ისინი პირადად დავარწმუნოთ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჰერმან საბომ დანიის პარლამენტში შეხვედრის კომენტირებისას.

ჰერმან საბოს თქმით, საკრიტიკო ბევრი იქნება და ქართველი დეპუტატები ეცდებიან, ამ კრიტიკას კონსტრუქციულად უპასუხონ.

„დანია ევროგაფართოების ერთ-ერთი სკეპტიკოსი ქვეყანაა და იშვიათად ვინმეს თანხმდება, რომ ამ გაერთიანების წევრი გახდეს; თუმცა ჩვენ ჩამოვედით, რათა ისინი პირადად დავარწმუნოთ, რომ მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც საქართველოს აქვს, ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ვეცდებით, რომ პირად მაგალითზე თუ პირადი შეხედულებებით ისინი ამაში დავარწმუნოთ.

რა თქმა უნდა, საკრიტიკო ბევრი იქნება და ვეცდებით, ამ კრიტიკას კონსტრუქციულად ვუპასუხოთ და თვითკრიტიკულებიც ვიყოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, მომავალ დღეებში ჩვენი მეგობარი იყოს და გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოს მიიღოს“, – განაცხადა ჰერმან საბომ, რომელიც ქართული საპარლამენტო დელეგაციის წევრია.