ჰერათის პროვინციაში სამხედროების ავტომობილებზე „თალიბანის“ თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა
ჰერათის პროვინციაში სამხედროების ავტომობილებზე „თალიბანის“ თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ჰერათის პროვინციაში სამხედროების ავტომობილებზე „თალიბანის“ თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოცემა Tolo News-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ორი სამხედრო დაიჭრა.

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წევრები სამხედროებს შინდანდის რაიონში ღამით დაესხნენ თავს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდასხმის შემდეგ „თალიბანის“ წევრებმა იარაღი და საბრძოლო მასალა წაიღეს.

ბოლო თვეების განმავლობაში, „თალიბანმა“ თავდასხმები განსაკუთრებით დიდ ქალაქებზე დაიწყო. ავღანეთში გააქტიურდა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოც“.