ჰეონ-მინ სონში MLS-სთვის სარეკორდო თანხა გადაიხადეს - კორეელი ოფიციალურად „ლოს ანჯელესში“ გადავიდა #1TVSPORT
ჰეონ-მინ სონში MLS-სთვის სარეკორდო თანხა გადაიხადეს - კორეელი ოფიციალურად „ლოს ანჯელესში“ გადავიდა #1TVSPORT

ცნობილი გახდა „ტოტენჰემის“ გარემარბის, ჰეონ-მინ სონის ტრანსფერის ზუსტი თანხა.

უფრო ადრე გამოცხადდა, რომ კორეელი ფეხბურთელი ტოვებს ლონდონურ კლუბს და „ლოს ანჯელესში“ გადადის სათამაშოდ.

ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, კალიფორნიული კლუბი MLS-ის სატრანსფერო რეკორდს დაამყარებს – „ტოტენჰემს“ სონის სანაცვლოდ 27 მილიონ დოლარს გადაუხდის. აქამდე ჩრდილოამერიკული საფეხბურთო ლიგის ყველაზე ძვირფასი გარიგება „ატლანტაში“ 22 მილიონ დოლარად ემანუელ ლატე-ლატას ტრანსფერი იყო.

ჰეონ-მინ სონი ჩავიდა ლოს ანჯელესში და იქ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. „ტოტენჰემმა“ უკვე ოფიციალურად დაადასტურა კორეელის ამერიკულ გუნდში ტრანსფერი.