ჰეონ-მინ სონი, შესაძლოა, MLS-ში გადავიდეს #1TVSPORT
ლონდონის „ტოტენჰემის“ კორეელმა ფორვარდმა, ჰეონ-მინ სონმა, შესაძლოა, კარიერა ამერიკის MLS ლიგაში გააგრძელოს, – იტყობინება გამოცემა The Athletic-ი.
წყაროს ცნობით, „ლოს ანჯელესი“ ცდილობს, დაარწმუნოს სონი, რომ გააფორმოს კონტრაქტი ამერიკულ გუნდთან 2025 წლის ბოლომდე. ხელშეკრულებაში იქნება პუნქტი თანამშრომლობის შესაძლო გაგრძელებაზე.
ჰეონ-მინ სონი „ტოტენჰემში“ 2015 წლიდან თამაშობს. მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.