ჰენრი სეხუდომ დომინიკ კრუზი დაამარცხა და კარიერა დასრულა
ჰენრი სეხუდომ დომინიკ კრუზი დაამარცხა და კარიერა დასრულა

UFC 249-ზე ორი სატიტულო ბრძოლა გაიმართა. ჯასტინ გეიჯიმ ტონი ფერგიუსონი ბრწყინვალე სტილში დამაჯერებლად დაამარცხა. მანამდე კი ქამრისთვის დაპირისპირება ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ჩემპიონ ჰენრი სეხუდოსა და ყოფილ ჩემპიონ დომინიკ კრუზს შორის შედგა.

სეხუდომ გამარჯვება მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ როდესაც მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა რაუნდის დასრულებამდე სამ წამზე ნაკლები იყო დარჩენილი.

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სეხუდომ საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა. ჰენრიმ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

„მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით. საკმარისი გავაკეთე ამ სპორტში. მე მსურს, რომ კარიერა დავასრულო. 33 წლის ვარ. მინდა ოჯახურ ცხოვრებაზე გადავერთო. მთელი ცხოვრება შევწირე იმისათვის, რომ მიმეღწია ამ ყველაფრისთვის. არავის მივცემ უფლებას, რომ ეს მიღწევა წამართვას.“