ჰენრი სეხუდო - თუ შესაბამისი ანაზღაურება არ მექნება შერეული ორთაბრძოლებიდან წავალ
ჰენრი სეხუდო - თუ შესაბამისი ანაზღაურება არ მექნება შერეული ორთაბრძოლებიდან წავალ

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორი წონითი დივიზონის (flyweight, bantamweight) ჩემპიონი ჰენრი სეხუდო აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მას შესაბამისი ანაზრაურება არ ექნება, შერეული ორთაბრძოლებიდან წავა და კარიერას დაასრულებს.

მექსიკელი მებრძოლი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ისტორიაში უკვე შევიდა, როგორც ორი დივიზიონის ჩემპიონი. საერთო რეიტინგებში სეხუდო ტოპ 5 მებრძოლს შორისაა. შეგახსენებთ, რომ შერეულ ორთაბრძოლებში მოსვლამდე ჰენრიმ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„ემ ემ ემ ფაითინგთან” მიცემულ ინტერვიუში სეხუდომ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში მის ანაზღაურებასთან დაკავშირებით  უკმაყოფილება გამოთქვა.

„ამ სპორტში ჩემი შესაძლებლობების 100 პროცენტს ვდებ. მინდა გითხრათ, რომ ეს ნაბიჯი კომერციული მიზნების გამო გადავდგი. მე აქ იმისთვის ვარ, რომ ფული ვიშოვო. მე აქ კიდევ ერთი ჩემპიონის ქამრის მოპოვებას არ ვაპირებ. საკმარისი ქამარი მაქვს უკვე. დასახული მიზნებიდან თითქმის ყველა შევასრულე. მხოლოდ ერთი დეტალი დარჩა და ეს დეტალი ფულია. იმ შემთხვევაში თუ მე ჩემი ჰონორარი არ დამაკმაყოფილებს, მე აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატიდან და ზოგადად შერეული ორთაბრძოლებიდან წასვლას ვგეგმავ.“