ჰენრი სეჰუდო - მერაბ დვალიშვილი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია სუპერმსუბუქ დივიზიონში #1TVSPORT
ჰენრი სეჰუდო - მერაბ დვალიშვილი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია სუპერმსუბუქ დივიზიონში #1TVSPORT

„მერაბ დვალიშვილი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია სუპერმსუბუქ დივიზიონში, მან ყველაზე მეტი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა ამ წონაში“, – ამის შესახებ UFC-ს უმსუბუქესი და სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელმა, ჰენრი სეჰუდომ საკუთარ გადაცემაში განაცხადა

როგორც სეჰუდო ამბობს, კორი სენდჰეგენთან გამარჯვების შემდეგ ქართველი მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვსა და მარიო ბაუტისტას შორის მოგებულს უნდა დაუპირისპირდეს.

„მერაბ დვალიშვილი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია სუპერმსუბუქ დივიზიონში, მან ყველაზე მეტი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა ამ წონაში. ვფიქრობ, მან შემდეგი ბრძოლა უმარ ნურმაგომედოვსა და მარიო ბაუტისტას შორის გამარჯვებულთან უნდა ჩაატაროს.

მერაბსა და უმარს უკვე ჰქონდათ თანაბარი ბრძოლა, ხოლო თუ ამ შეხვედრასაც მოიგებს, ჩემი აზრით, ქვემსბუქ დივიზიონში (65 კგ) უნდა ავიდეს, სადაც ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. ქვემსუბუქ წონაში დვალიშვილი თავს უკეთ იგრძნობს და შეუძლია, ვოლკანოვსკის სხვებზე მეტი პრობლემა შეუქმნას“, – განაცხადა სეჰუდომ.

34 წლის ქართველმა მებრძოლმა კორი სენდჰეგენთან გამარჯვებით სუპერმსუბუქი წონის ქამარი კარიერაში მესამედ დაიცვა. მას UFC-ში ზედიზედ 14 გამარჯვება აქვს, რაც ორგანიზაციის ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია.