ჰემილტონმა ვარჯიშები შეცვალა, რათა მეშვიდე ტიტული მოიპოვოს და შუმახერს დაეწიოს
ჰემილტონმა ვარჯიშები შეცვალა, რათა მეშვიდე ტიტული მოიპოვოს და შუმახერს დაეწიოს

„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა ჟურნალისტებს მოუყვა – რის ხარჯზე აპირებს კარიერაში მეშვიდე ტიტულის მოგებას და ამ მაჩვენებლით აბსოლუტურ რეკორდსმენთან, ლეგენდარულ გერმანელ მიხაელ შუმახერთან გათანაბრებას.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ სამუშაოს ვუბრუნდები. დაუჯერებელი ზამთარი მქონდა, ბევრი დრო გავატარე ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდში ცხოვრებაში.

ასევე შევცვალე ვარჯიშებისადმი მიდგომა. ახალ დონეზე გავედი ფიზიკური და მენტალური მონდომების მხრივ. ვიცი, რომ ჩემთან ერთად ფიქრობთ მეშვიდე ტიტულზე, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ თითოეული ნაბიჯი ამ გზაზე ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ.

წარმოდგენა არ გვაქვს, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით კონკურენტებთან შედარებით. ეფექტურად უნდა ვიმუშაოთ ტესტებზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, სატესტო დღეები შემცირებულია”, – მიმართა „მერსედესის” გუნდის წევრებს ჰემილტონმა.

„მერსედესის” ახალი ბოლიდის პრეზენტაცია 14 თებერვალს გაიმართება.