ჰემილტონმა გაამხილა, რის ხარჯზე ამარცხებს მეტოქეებს
ჰემილტონმა გაამხილა, რის ხარჯზე ამარცხებს მეტოქეებს

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა ჟურნალისტებთან ილაპარაკა – რის ხარჯზე ახერხებს ტრასაზე კონკურენტების დამარცხებას. მრბოლელის თქმით, მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა – სწრაფად ადაპტირება გარემოებათა ცვლილების დროს.

„მე ყოველთვის შემეძლო ადაპტირება. მიმაჩნია, რომ ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე იმაშია, რომ მე, ალბათ, ყველაზე მოხერხებული ვარ ადაპტაციის მხრივ.

მზად ვარ ნებისმიერ პირობებში სამუშაოდ და იმის აღსაქმელად, როგორ უნდა ვიმოქმედო ამ დროს. ამგვარი მიდგომა მუშაობს, მაგალითად, წვიმიან რბოლებში, რადგან ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია დინამიურად მოქმედება, გაუთავებლად პილოტირების სტილის ცვლა.

ბევრ რამეს ვიღებ სხვა სპორტსმენებისგან, მაგალითად, ვალენტინო როსისგან, სერენა უილიამსისგან, ტაიგერ ვუდსისგან“, – განაცხადა ჰემილტონმა ვებგვერდ Tennis World USA-სთან კომენტარში.