ჰელსინკის ოლიმპიადის ქართველი ჩემპიონების შესახებ წიგნი გამოიცემა #1TVSPORT
ჰელსინკის ოლიმპიადის ქართველი ჩემპიონების შესახებ წიგნი გამოიცემა #1TVSPORT

ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ქართველი ჩემპიონებისა და მონაწილეების შესახებ წიგნი გამოიცემა, რომლის ავტორიც სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძეა – ინფორმაციას სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშოროსო ფონდი ავრცელებს.

ახალი პროექტის პრეზენტაცია ფონდში გაიმართა, რომლის დაფინანსებითაც წიგნი გამოიცემა, რომელშიც თავმოყრილი იქნება ჩანახატები სამ ლეგენდარულ ჩემპიონზე. ასევე მონაცემები ჰელსინკის ოლიმპიადაში მონაწილე სხვა ქართველ პრიზორებზე.

საქართველოსთვის ისტორიული სპორტული მოვლენიდან ზუსტად 70 წელი გავიდა. 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვება სამმა ქართველმა სპორტსმენმა – დავით ციმაკურიძემ, მედეა ჯუღელმა და რაფაელ ჩიმიშკიანმა მოიპოვეს, მათგან ორი გარდაცვლილია.

სპორტული ჟურნალისტის, ლაშა გოდუაძის წიგნი ძალოსნობაში პირველ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს, რაფაელ ჩიმიშკიანს ეძღვნება.