ამსტერდამის „აიაქსმა“ ახალ მთავარ მწვრთნელად ჯონი ჰეიტინგა დანიშნა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება. მისი თანაშემწე მარსელ კაიზერი იქნება.
ჯონი ჰეიტინგამ ბოლო ორი სეზონი ინგლისის პრემიერლიგაში იმუშავა „ვესტ ჰემისა“ და „ლივერპულის“ მწვრთნელების თანაშემწედ.
„ძალიან მოხარული ვარ ახალი ეტაპის დაწყებით. ბოლო წლები ინგლისში ძალიან სასარგებლო იყო ჩემთვის, ზრდის საშუალება მქონდა დევიდ მოიესთან და არნე სლოტთან მუშაობისას. მზად ვარ, გავაგრძელო მუშაობა მთავარი მწვრთნელის რანგში და ჩემთვის დიდი პატივია, მივიღო ასეთი შესაძლებლობა „აიაქსში““, – განაცხადა ჰეიტინგამ.